https://sputnik-georgia.com/20260526/evrokavshiris-warmomadgenloba-saqartvelos-damoukideblobis-dges-ulocavs-298835328.html
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს დაოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს დაოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
Sputnik საქართველო
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T15:00+0400
2026-05-26T15:00+0400
2026-05-26T15:00+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293517180_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a5dd60490282db256911db33a613c2d0.jpg
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები მილოცვის წერილში აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293517180_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_750ff92efb629ed0fba370753aece966.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს დაოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები მილოცვის წერილში აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
„საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან.
„პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.