https://sputnik-georgia.com/20260525/tbilisshi-kerzo-bagis-agmzrdeli-daakaves-298830458.html
თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T23:45+0400
2026-05-25T23:45+0400
2026-05-25T23:45+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324239_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_6ba4279ca6cd1db5b8d17461014f879a.jpg
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ბავშვს თვეების განმავლობაში ჰქონდა კისრის არეში დაზიანებები, რის გამოც, ბოლო დღეებში „112"-ს მიმართეს.საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324239_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_16c0b3d921705ec51e12a68a2b5842a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ბავშვს თვეების განმავლობაში ჰქონდა კისრის არეში დაზიანებები, რის გამოც, ბოლო დღეებში „112"-ს მიმართეს.
საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.