ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: 2026 წლის სტატისტიკა

CC BY-SA 2.0 / Chuck Grimmett / Smokingმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
დაჯარიმებულთა შორის 27 ქალი და 60 წელს ზემოთ 14 პირია.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ მარიხუანას მოხმარება-შენახვასთან დაკავშირებული 905 და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული 790 სამართალდარღვევა გამოავლინა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
შსს-ის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 45 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 860 შემთხვევა - ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში გამოვლინდა.
5 გრამამდე კანაფის ან 10 გრამამდე მარიხუანას შენახვა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული 854 პირიდან ხუთი ქალია.
სხვა ნარკოტიკები აკრძალულია
საქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს.
რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 790 შემთხვევა - მათი უმეტესობა (45%) თბილისზე მოდის.
დაჯარიმებულთა შორის 27 ქალი და 60 წელს ზემოთ 14 პირია.
ყველა ახალი ამბავი
0