https://sputnik-georgia.com/20260525/kobaxidze-tether-gegma-qartuli-laris-cipruli-analogis-gamoshvebaqa-298811977.html
კობახიძე: Tether-ის გეგმა ქართული ლარის ციფრული ანალოგის - GELT-ის გამოშვებაა
კობახიძე: Tether-ის გეგმა ქართული ლარის ციფრული ანალოგის - GELT-ის გამოშვებაა
Sputnik საქართველო
გლობალური კრიპტოგიგანტის, კომპანია Tether-ის (USD₮) შემოსვლა და მისი მზარდი საინვესტიციო აქტივობა საქართველოში პირდაპირ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების... 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T12:52+0400
2026-05-25T12:52+0400
2026-05-25T12:52+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/07/295688411_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_cedcde07d63849e971785ffc8e74e4ad.jpg
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. საქართველოში კომპანია „ტეზერის“ (Tether) შემოსვლა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება და საქართველო საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.Tether არის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიოში უმსხვილეს სტეიბლკოინს — USDT-ს. კომპანიის რეზერვები მოიცავს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებს (Treasury bills), ფიზიკურ ოქროსა და ბიტკოინს (Bitcoin).როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით საქართველო დგამს ახალ, ძალზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნაბიჯს ეკონომიკური განვითარების გზაზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნეს-ინტერესების სფეროს. მისი თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე, დასძინა მან.მისი თქმით, საქართველოში Tether-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. კომპანია Tether, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სტაბილკოინის (Stablecoin) გამომშვებია, საქართველოში რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს სტრატეგიულ ინვესტიციებსა და პარტნიორობას.Tether-ის კრიპტოვალუტა გამოიყენება ტრადიციული ფიატური ვალუტების ციფრულად გადასაადგილებლად. ის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ინდივიდებს, ბიზნესებსა და სავაჭრო პლატფორმებს მთელ მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) ტრანზაქციების სწრაფად და დაბალი საკომისიოთი განხორციელების საშუალებას აძლევს. სტეიბლკოინები აქტიურად გამოიყენება როგორც ციფრული აქტივების სავაჭროდ, ისე ტრადიციულ ბიზნესებში დისტანციური და სწრაფი გადახდების მისაღებად
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/07/295688411_180:0:1260:810_1920x0_80_0_0_055a8a8e010f7e49fad8684ab7fda9be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კობახიძე: Tether-ის გეგმა ქართული ლარის ციფრული ანალოგის - GELT-ის გამოშვებაა
გლობალური კრიპტოგიგანტის, კომპანია Tether-ის (USD₮) შემოსვლა და მისი მზარდი საინვესტიციო აქტივობა საქართველოში პირდაპირ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობის ზრდას ქვეყნის ეკონომიკისა და ტექნოლოგიური პოტენციალის მიმართ
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. საქართველოში კომპანია „ტეზერის“ (Tether) შემოსვლა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება და საქართველო საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
Tether არის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიოში უმსხვილეს სტეიბლკოინს — USDT-ს. კომპანიის რეზერვები მოიცავს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებს (Treasury bills), ფიზიკურ ოქროსა და ბიტკოინს (Bitcoin).
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით საქართველო დგამს ახალ, ძალზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნაბიჯს ეკონომიკური განვითარების გზაზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნეს-ინტერესების სფეროს. მისი თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე, დასძინა მან.
„ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში Tether-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის.
„კომპანია „ტეზერი“ არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს დაახლოებით 200 მლრდ დოლარის აქტივებს და მართავს ოქროს რეზერვებს, დღეს იგი არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „ტეზერი“ ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც", - აღნიშნა პრემიერმა.
კომპანია Tether, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სტაბილკოინის (Stablecoin) გამომშვებია, საქართველოში რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს სტრატეგიულ ინვესტიციებსა და პარტნიორობას.
Tether-ის კრიპტოვალუტა გამოიყენება ტრადიციული ფიატური ვალუტების ციფრულად გადასაადგილებლად. ის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ინდივიდებს, ბიზნესებსა და სავაჭრო პლატფორმებს მთელ მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) ტრანზაქციების სწრაფად და დაბალი საკომისიოთი განხორციელების საშუალებას აძლევს. სტეიბლკოინები აქტიურად გამოიყენება როგორც ციფრული აქტივების სავაჭროდ, ისე ტრადიციულ ბიზნესებში დისტანციური და სწრაფი გადახდების მისაღებად