https://sputnik-georgia.com/20260525/2027-wels-saqartvelo-interpolis-konperencias-umaspinzlebs-298813085.html
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა საგრძნობლად გააძლიერებს პარტნიორულ კავშირებს საერთაშორისო დონეზე 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T14:56+0400
2026-05-25T14:56+0400
2026-05-25T14:56+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/51/242265193_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_bd394538f32bcf084bba5dc9d2bdc475.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს ინტერპოლს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შორის. უწყება აქტიურად არის ჩართული ინტერპოლის მრავალ საერთაშორისო პროექტში, რომელთა მიზანია საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოპარული კულტურული ხელოვნების ნიმუშებისა და გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნა.შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, სადაც წევრი ქვეყნების კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, მომდევნო — 54-ე კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად საქართველო დასახელდა.ქალაქ ტოლედოში კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე. კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ. 2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/51/242265193_227:22:1978:1335_1920x0_80_0_0_23c60bcd181f0b74a2cd01a8a186de69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა საგრძნობლად გააძლიერებს პარტნიორულ კავშირებს საერთაშორისო დონეზე
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ინტერპოლს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შორის. უწყება აქტიურად არის ჩართული ინტერპოლის მრავალ საერთაშორისო პროექტში, რომელთა მიზანია საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოპარული კულტურული ხელოვნების ნიმუშებისა და გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, სადაც წევრი ქვეყნების კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, მომდევნო — 54-ე კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად საქართველო დასახელდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყნის მზარდ როლსა და ნდობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქალაქ ტოლედოში კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე.
კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ.
2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.