https://sputnik-georgia.com/20260524/ramdeni-adamiani-igebs-socdaxmarebas-saqartveloshi-298800152.html
რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების საერთო მოცულობამ 185,3 მლნ ლარი შეადგინა 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T10:55+0400
2026-05-24T10:55+0400
2026-05-24T10:55+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783308_0:143:3078:1874_1920x0_80_0_0_8e69ab2d53c0e75b8f924e610b94bc1b.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 119.098 ოჯახი იღებს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დახმარება 432.968 პირზე გაიცა - საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარს 18 წლამდე ბავშვები შეადგენენ.მხოლოდ აპრილში სახელმწიფომ ბავშვთა სოციალური დახმარებისთვის 45.3 მლნ ლარი ჩარიცხა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების საერთო მოცულობამ კი 185,3 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა.უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება.სოციალური დახმარება საქართველოშისოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783308_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_5bb8e9fbaf8c5cfa06d671c519f45371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში - მონაცემები განახლდა
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების საერთო მოცულობამ 185,3 მლნ ლარი შეადგინა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 119.098 ოჯახი იღებს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დახმარება 432.968 პირზე გაიცა - საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარს 18 წლამდე ბავშვები შეადგენენ.
მხოლოდ აპრილში სახელმწიფომ ბავშვთა სოციალური დახმარებისთვის 45.3 მლნ ლარი ჩარიცხა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების საერთო მოცულობამ კი 185,3 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა.
უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება.
სოციალური დახმარება საქართველოში
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.