https://sputnik-georgia.com/20260524/pashiniani-axalqalaqi-karsis-rkinigza-eqsport-importistvis-giaa-298803835.html
ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა
ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა
Sputnik საქართველო
სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ მოვლენას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში „უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა და გაწეული პარტნიორობისთვის საქართველოსა და... 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T15:00+0400
2026-05-24T15:00+0400
2026-05-24T15:00+0400
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283684016_71:0:898:465_1920x0_80_0_0_0803e73c866dfe46b640a91282c7defb.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა, ნათქვამია სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ მოვლენას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში „უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა და გაწეული პარტნიორობისთვის საქართველოსა და თურქეთს მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის გარდა, სომხეთს უკვე აქვს სარკინიგზო კავშირი რუსეთთან — საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით. თავის მხრივ, რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიების გამოყენებით, ერევნისთვის იხსნება პირდაპირი სარკინიგზო გზა ჩინეთის მიმართულებითაც.ახალქალაქი-ყარსის ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს, რომლის განახლებული მონაკვეთის სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში გაშვება რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მონაკვეთის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას „საქართველოს რკინიგზა“ იღებს.BTK-ის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება ე.წ. „შუა დერეფნის“ ფარგლებში აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს დაახლოებით 10 დღემდე ამცირებს. პროექტის წლიური გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 5 მილიონ ტონას შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283684016_120:0:889:577_1920x0_80_0_0_90603df44af6913030cf4b84ffbf9bb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, თურქეთი
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, თურქეთი
ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა
სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ მოვლენას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში „უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა და გაწეული პარტნიორობისთვის საქართველოსა და თურქეთს მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა, ნათქვამია სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ მოვლენას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში „უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა და გაწეული პარტნიორობისთვის საქართველოსა და თურქეთს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ახალქალაქი-ყარსის მარშრუტის ამოქმედებით, სომხეთი პირდაპირ სარკინიგზო კავშირს ამყარებს ევროკავშირის ბაზართან, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ახალ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს გაუხსნის,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის გარდა, სომხეთს უკვე აქვს სარკინიგზო კავშირი რუსეთთან — საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით. თავის მხრივ, რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიების გამოყენებით, ერევნისთვის იხსნება პირდაპირი სარკინიგზო გზა ჩინეთის მიმართულებითაც.
„უახლოეს მომავალში მოხდება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ ნახჭევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ახალქალაქი-ყარსის ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს, რომლის განახლებული მონაკვეთის სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში გაშვება რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მონაკვეთის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას „საქართველოს რკინიგზა“ იღებს.
BTK-ის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება ე.წ. „შუა დერეფნის“ ფარგლებში აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს დაახლოებით 10 დღემდე ამცირებს. პროექტის წლიური გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 5 მილიონ ტონას შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.
ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.