https://sputnik-georgia.com/20260524/batumid-dinamos-satranspero-bans-ivnisshi-mouxsnian-298802563.html
ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანს, სავარაუდოდ, ივნისში მოუხსნიან
ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანს, სავარაუდოდ, ივნისში მოუხსნიან
Sputnik საქართველო
ფიფამ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანი 2025 წელს მოთამაშეების მწვრთნელებისა და პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების გამო დაუწესა, 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T12:15+0400
2026-05-24T12:15+0400
2026-05-24T12:15+0400
საქართველო
აჭარა
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811389_0:151:1860:1197_1920x0_80_0_0_2e960554f5877318c0842dff668f6d48.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბათუმის „დინამოს“, სავარაუდოდ, სატრანსფერო ბანს ივნისში მოუხსნიან - მანამდე კლუბმა აკადემიის აღზრდილებს კონტრაქტები გაუხანგრძლივა, იუწყება პირველი არხი.ფიფამ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანი 2025 წელს მოთამაშეების (მათ შორის, ლეგიონერების), მწვრთნელებისა და პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების გამო დაუწესა, რის გამოც კლუბმა სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელების დამატება ვერ შეძლო. გუნდის ახალმა მენეჯმენტმა დავალიანების უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 8 მილიონი ლარის სახელფასო დავალიანებები და ჯარიმები - უკვე გაისტუმრა. თუმცა, ვალების გასტუმრების მიუხედავად, სანქცია ავტომატურად არ მოხსნილა, რის გამოც გუნდმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია ვერ შეძლო.სატრანსფერო ბანის პერიოდში კლუბი იძულებული გახდა აქცენტი შიდა რესურსზე გაეკეთებინა. გუნდმა კონტრაქტები 2028 წლამდე გაუხანგრძლივა აკადემიის ორ ნიჭიერ აღზრდილს — გურამ ჯაფარიძესა და გიორგი ფუტკარაძეს.გურამ ჯაფარიძე ბათუმის „დინამოს“ მთავარ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს და „ლურჯ-თეთრი“ ფორმა უკვე 54-ჯერ მოირგო (მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა). გიორგი ფუტკარაძემ კი 2023 წლიდან ჩატარებულ 44 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.გუნდში იმედი გამოთქვეს, რომ სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ახალი ფეხბურთელების დამატებას ეროვნული ლიგის მეორე ნახევრის დაწყებამდე შეძლებს.ამჟამად ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონში, სატრანსფერო ბანისა და რთული სასტარტო პერიოდის ფონზე, სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს.კლუბის მიმდინარე სატურნირო მდგომარეობა და მოთამაშეების სტატისტიკა ასე გამოიყურება - 14 ჩატარებული ტურის შემდეგ ბათუმელთა აქტივში 18 ქულაა (4 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება, ბურთების ბალანსი: 20:23). გუნდმა სეზონის სტარტზე ქულები დაკარგა, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი და შედეგები დაასტაბილურა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811389_420:223:1719:1197_1920x0_80_0_0_8b4634be9823d2e7a2126aa2de5ffdf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანს, სავარაუდოდ, ივნისში მოუხსნიან
ფიფამ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანი 2025 წელს მოთამაშეების მწვრთნელებისა და პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების გამო დაუწესა,
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბათუმის „დინამოს“, სავარაუდოდ, სატრანსფერო ბანს ივნისში მოუხსნიან - მანამდე კლუბმა აკადემიის აღზრდილებს კონტრაქტები გაუხანგრძლივა, იუწყება პირველი არხი.
ფიფამ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანი 2025 წელს მოთამაშეების (მათ შორის, ლეგიონერების), მწვრთნელებისა და პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების გამო დაუწესა, რის გამოც კლუბმა სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელების დამატება ვერ შეძლო.
გუნდის ახალმა მენეჯმენტმა დავალიანების უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 8 მილიონი ლარის სახელფასო დავალიანებები და ჯარიმები - უკვე გაისტუმრა. თუმცა, ვალების გასტუმრების მიუხედავად, სანქცია ავტომატურად არ მოხსნილა, რის გამოც გუნდმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია ვერ შეძლო.
სატრანსფერო ბანის პერიოდში კლუბი იძულებული გახდა აქცენტი შიდა რესურსზე გაეკეთებინა. გუნდმა კონტრაქტები 2028 წლამდე გაუხანგრძლივა აკადემიის ორ ნიჭიერ აღზრდილს — გურამ ჯაფარიძესა და გიორგი ფუტკარაძეს.
გურამ ჯაფარიძე ბათუმის „დინამოს“ მთავარ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს და „ლურჯ-თეთრი“ ფორმა უკვე 54-ჯერ მოირგო (მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა). გიორგი ფუტკარაძემ კი 2023 წლიდან ჩატარებულ 44 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
გუნდში იმედი გამოთქვეს, რომ სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ახალი ფეხბურთელების დამატებას ეროვნული ლიგის მეორე ნახევრის დაწყებამდე შეძლებს.
ამჟამად ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონში, სატრანსფერო ბანისა და რთული სასტარტო პერიოდის ფონზე, სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს.
კლუბის მიმდინარე სატურნირო მდგომარეობა და მოთამაშეების სტატისტიკა ასე გამოიყურება - 14 ჩატარებული ტურის შემდეგ ბათუმელთა აქტივში 18 ქულაა (4 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება, ბურთების ბალანსი: 20:23). გუნდმა სეზონის სტარტზე ქულები დაკარგა, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი და შედეგები დაასტაბილურა.