პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში ქურდობის ბრალდებით ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მობილური ტელეფონები, ლეპტოპი, სხვა ელექტრომოწყობილობები და სალაროში არსებული თანხა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0