პოლიციამ ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2026
გამოწერა
მამაკაცს დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცი, რომელიც წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0