https://sputnik-georgia.com/20260522/prodesori-evrokavsirsi-pretestis-gasuqeba-sawiroa-saqartvelosi-samoqalaqo-ganatlebistvis-298772296.html
პროფესორი: ევროკავშირში პროტესტის გაშუქება საჭიროა საქართველოში სამოქალაქო განათლებისთვის
პროფესორი: ევროკავშირში პროტესტის გაშუქება საჭიროა საქართველოში სამოქალაქო განათლებისთვის
Sputnik საქართველო
მეცნიერის თვალსაზრისით, საქართველოს ხელმძღვანელობამ თავი უნდა შეიკავოს ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევისგან 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T16:30+0400
2026-05-22T16:30+0400
2026-05-22T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_0:0:3003:1689_1920x0_80_0_0_2734582983024ff7d2ea505dd2a83a19.jpg
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. ქართული მედია უნდა აჩვენებდეს ევროკავშირის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დარბევის კადრებს, რადგან ეს სამოქალაქო განათლების ნაწილია, დაწერა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა და პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა სოციალურ ქსელში.მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ევროპის ქვეყნებში ცენტრალური გამზირების გადაკეტვა, სასწრაფო დახმარების მანქანების ბლოკირება, აგიტაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პოლიციაზე თავდასხმა და ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება კანონდარღვევად ითვლება და ისჯება.პროფესორმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არ უნდა გააკეთონ განცხადებები ევროკავშირის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით, მიუხედავად ევროპელი ოფიციალური პირების მიერ თბილისის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა.„ის რომ ევროჩინოვნიკები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ ევროკავშირის ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამით ევროჩინოვნიკები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტენ“, - აღნიშნა მან.მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსების ჩარევა ევროკავშირის ქვეყნების შიდა საქმეებში არ შეცვლის ევროპული სტრუქტურების მიდგომას საქართველოს მიმართ, ხოლო მხარეების შესაძლებლობები ვერ შეედრება პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია რესურსების თვალსაზრისით.ჭოტორლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კრიტიკა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკავშირდება ვაშინგტონის „სხვა წონითი კატეგორიას“.„ენას ძვალი არა აქვს. ყოველთვის იტყვიან ისე როგორც აწყობთ“, - წერს ჭოტორლიშვილი.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გაუგზავნა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. წერილში პრემიერ-მინისტრი მათ სთხოვს, შეაფასონ კოპენჰაგენში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძაღლებისა და ხელკეტების გამოყენებით დარბევა. მან ევროკავშირის ლიდერებს შეახსენა მათი მკაცრი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ მიერ იყო გამოთქმული თბილისში ძალადობრივი საპროტესტო აქციის დარბევის გამო.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_a2fe1a02a469d005c8346b1fbf1ca00a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
პროფესორი: ევროკავშირში პროტესტის გაშუქება საჭიროა საქართველოში სამოქალაქო განათლებისთვის
მეცნიერის თვალსაზრისით, საქართველოს ხელმძღვანელობამ თავი უნდა შეიკავოს ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევისგან
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. ქართული მედია უნდა აჩვენებდეს ევროკავშირის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დარბევის კადრებს, რადგან ეს სამოქალაქო განათლების ნაწილია, დაწერა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა და პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ევროპის ქვეყნებში ცენტრალური გამზირების გადაკეტვა, სასწრაფო დახმარების მანქანების ბლოკირება, აგიტაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პოლიციაზე თავდასხმა და ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება კანონდარღვევად ითვლება და ისჯება.
„ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე. ულაპარაკოდ“, - დაწერა ჭოტორლიშვილმა.
პროფესორმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არ უნდა გააკეთონ განცხადებები ევროკავშირის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით, მიუხედავად ევროპელი ოფიციალური პირების მიერ თბილისის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა.
„ის რომ ევროჩინოვნიკები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ ევროკავშირის ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამით ევროჩინოვნიკები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტენ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსების ჩარევა ევროკავშირის ქვეყნების შიდა საქმეებში არ შეცვლის ევროპული სტრუქტურების მიდგომას საქართველოს მიმართ, ხოლო მხარეების შესაძლებლობები ვერ შეედრება პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია რესურსების თვალსაზრისით.
ჭოტორლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კრიტიკა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკავშირდება ვაშინგტონის „სხვა წონითი კატეგორიას“.
„ენას ძვალი არა აქვს. ყოველთვის იტყვიან ისე როგორც აწყობთ“, - წერს ჭოტორლიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გაუგზავნა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. წერილში პრემიერ-მინისტრი მათ სთხოვს, შეაფასონ კოპენჰაგენში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძაღლებისა და ხელკეტების გამოყენებით დარბევა. მან ევროკავშირის ლიდერებს შეახსენა მათი მკაცრი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ მიერ იყო გამოთქმული თბილისში ძალადობრივი საპროტესტო აქციის დარბევის გამო.