https://sputnik-georgia.com/20260522/papuasvili-gare-zalebi-unda-seeguon-saqartvelos-politikas-298786150.html
პაპუაშვილი: გარე ძალები უნდა შეეგუონ საქართველოს პოლიტიკას
პაპუაშვილი: გარე ძალები უნდა შეეგუონ საქართველოს პოლიტიკას
Sputnik საქართველო
საქართველო არ დაუჭერს მხარს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევს ან მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას ეწინააღმდეგება, განაცხადა პარლამენტის... 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T19:38+0400
2026-05-22T19:38+0400
2026-05-22T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_95f4c4898051b793b5317d850ea89874.jpg
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. გარე ძალებმა უნდა აღიარონ საქართველოში ხელისუფლების არსებობა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ესკალაციას გამოიწვევდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.მისი თქმით, საქართველო მზადაა დიალოგისთვის მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა არ დაუჭერს მხარს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევს ან მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას ეწინააღმდეგება.„არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის განვითარებაა, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯზე, რომელიც ამას ემსახურება, მზად ვართ წავიდეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორიცაა რუსეთთან ესკალაციისკენ ბიძგი, რასაც ევროკავშირი ცდილობს ბოლო რამდენიმე წელია, ამაზე რა თქმა უნდა ვერ წავალთ“, - აღნიშნა მან.მისი თქმით, თბილისზე გარე გავლენა ბოლო წლებში გაძლიერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადასტურებს დამოუკიდებელი კურსის აუცილებლობას.„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: - ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა არ დაიცავს, თუ ჩვენ არ დავიცავით ის - ამის მაგალითი საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაში ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასევე გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები, დაადანაშაულა ისინი ორმაგ სტანდარტებსა და პოლიტიკურ ფარისევლობაში.პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარება და დაცვაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.მისი თქმით, ხელისუფლება ასე ესაუბრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ქვეყანას. მთავრობა მზად არის იმ საკითხებზე დიალოგისთვის, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ხაზგასმით აღნიშნა მან.პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა ცივილიზაციური გამოწვევების წინაშე დგას და შორდება თავის იდეალებს.მისი თქმით, ევროპის კონტინენტს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული „იმიჯი“ ჰქონდა, მათ შორის იმ პერიოდის ჩათვლით, რომელსაც ის ფაშისტურს უწოდებს, მაგრამ მას შემდეგ ევროპა შეიცვალა და განვითარების მისაღებ მოდელად იქცა.მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის შემთხვევაში. „რომელიც ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია“, საქართველოს მონაწილეობა ასეთ გაერთიანებაში შეუძლებელია.„ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არის უბრალოდ კავშირი, როგორებიც ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირში“, - განაცხადა მან.მან ასევე აღნიშნა, რომ ტერმინოლოგია, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო და ბრიუსელი იყენებს „ქართველი ხალხის“ მხარდაჭერაზე საუბრისას, არის, მისი თქმით, „ყველაზე დიდი დამცირება“ საქართველოსთვის, რომელიც საბჭოთა პერიოდს ან XIX საუკუნეს თუ შეედრება.„ხინკალს, ხაჭაპურს ვუმზადებთ, როცა ჩამოდიან. მოსწონთ ჩვენი ცეკვა-თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა ასახავს „კოლონიალურ მიდგომას“ საქართველოს მიმართ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_79:0:1519:1080_1920x0_80_0_0_b12ee377d69561add3fc90dc87a86eea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
პაპუაშვილი: გარე ძალები უნდა შეეგუონ საქართველოს პოლიტიკას
საქართველო არ დაუჭერს მხარს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევს ან მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას ეწინააღმდეგება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. გარე ძალებმა უნდა აღიარონ საქართველოში ხელისუფლების არსებობა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ესკალაციას გამოიწვევდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
„გარე ძალები უნდა შეეგუონ ამას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით. მანამ, სანამ აქ ვერ დასვამენ მარიონეტულ ხელისუფლებას, ვერ დასვამენ იმ ხალხს, ვინც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებს, მანამ საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზადაა დიალოგისთვის მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა არ დაუჭერს მხარს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევს ან მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას ეწინააღმდეგება.
„არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის განვითარებაა, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯზე, რომელიც ამას ემსახურება, მზად ვართ წავიდეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორიცაა რუსეთთან ესკალაციისკენ ბიძგი, რასაც ევროკავშირი ცდილობს ბოლო რამდენიმე წელია, ამაზე რა თქმა უნდა ვერ წავალთ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, თბილისზე გარე გავლენა ბოლო წლებში გაძლიერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადასტურებს დამოუკიდებელი კურსის აუცილებლობას.
„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: - ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა არ დაიცავს, თუ ჩვენ არ დავიცავით ის - ამის მაგალითი საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაში ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები, დაადანაშაულა ისინი ორმაგ სტანდარტებსა და პოლიტიკურ ფარისევლობაში.
„ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან ფარისევლობას ვხედავთ - თავს ესხმის საქართველოს, ეხუტება მათ, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებაზე საუბრობს და რამდენიმე დღის წინ ჯილდო მაია სანდუს გადასცეს, რომელმაც მოლდოვაში ტელევიზია დახურა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარება და დაცვაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
მისი თქმით, ხელისუფლება ასე ესაუბრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ქვეყანას. მთავრობა მზად არის იმ საკითხებზე დიალოგისთვის, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ხაზგასმით აღნიშნა მან.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა ცივილიზაციური გამოწვევების წინაშე დგას და შორდება თავის იდეალებს.
მისი თქმით, ევროპის კონტინენტს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული „იმიჯი“ ჰქონდა, მათ შორის იმ პერიოდის ჩათვლით, რომელსაც ის ფაშისტურს უწოდებს, მაგრამ მას შემდეგ ევროპა შეიცვალა და განვითარების მისაღებ მოდელად იქცა.
„იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამენ ისინი, მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის შემთხვევაში. „რომელიც ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია“, საქართველოს მონაწილეობა ასეთ გაერთიანებაში შეუძლებელია.
„ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არის უბრალოდ კავშირი, როგორებიც ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირში“, - განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტერმინოლოგია, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო და ბრიუსელი იყენებს „ქართველი ხალხის“ მხარდაჭერაზე საუბრისას, არის, მისი თქმით, „ყველაზე დიდი დამცირება“ საქართველოსთვის, რომელიც საბჭოთა პერიოდს ან XIX საუკუნეს თუ შეედრება.
„ხინკალს, ხაჭაპურს ვუმზადებთ, როცა ჩამოდიან. მოსწონთ ჩვენი ცეკვა-თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა ასახავს „კოლონიალურ მიდგომას“ საქართველოს მიმართ.
„ეს არის სწორედ კოლონიალური აზროვნება, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა ააწყონ სახელმწიფო, რადგან თვითონ არ იციან და არიან აბორიგენები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.