https://sputnik-georgia.com/20260522/germaniis-elci-sua-derefansi-saqartvelos-rolis-dakninebis-mcdelobasi-daadanasaules-298771601.html
გერმანიის ელჩი „შუა დერეფანში“ საქართველოს როლის დაკნინების მცდელობაში დაადანაშაულეს
გერმანიის ელჩი „შუა დერეფანში“ საქართველოს როლის დაკნინების მცდელობაში დაადანაშაულეს
Sputnik საქართველო
წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატის პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს. 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T13:25+0400
2026-05-22T13:25+0400
2026-05-22T13:25+0400
საქართველო
ახალი ამბები
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294904142_0:85:1698:1040_1920x0_80_0_0_31ea90d1e7ff5fd8ad1e52354949b02b.png
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებები ანტიქართული და ანტიდემოკრატიული ხასიათისაა და აჩვენებს მის სურვილს, დააკნინოს საქართველოს როლი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.„გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა იყოს გაზვიადებული და რომ გერმანია თვალს არ დახუჭავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამ სატრანზიტო მარშრუტის გამო.პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი განცხადებები გერმანელი პოლიტიკოსის მხრიდან არავის უკვირს.„როდესაც ამ ყველაფერს ეს დიპლომატი უარყოფს და პირიქით, ცდილობს რომ დაბლა დასწიოს საქართველოს როლი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამხელა ინტერესი აქვს მას, რომ საქართველო იყოს გაუფასურებული. მისგან ეს განცხადებები არავის გვიკვირს“, - განაცხადა მან.შუა დერეფანიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.საქართველო შუა დერეფანს 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294904142_100:0:1599:1124_1920x0_80_0_0_05cddcb08b5bf58501d38bf3067783ce.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება
საქართველო, ახალი ამბები, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება
გერმანიის ელჩი „შუა დერეფანში“ საქართველოს როლის დაკნინების მცდელობაში დაადანაშაულეს
წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატის პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს.
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებები ანტიქართული და ანტიდემოკრატიული ხასიათისაა და აჩვენებს მის სურვილს, დააკნინოს საქართველოს როლი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
„გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა იყოს გაზვიადებული და რომ გერმანია თვალს არ დახუჭავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამ სატრანზიტო მარშრუტის გამო.
„სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია. ყველაზე დიდი უბედური ის არის, რომ ანტიევროპულია, იმიტომ რომ, მათ შორის, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენლის როლი“, - აღნიშნა წილოსანმა.
პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი განცხადებები გერმანელი პოლიტიკოსის მხრიდან არავის უკვირს.
„როდესაც ამ ყველაფერს ეს დიპლომატი უარყოფს და პირიქით, ცდილობს რომ დაბლა დასწიოს საქართველოს როლი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამხელა ინტერესი აქვს მას, რომ საქართველო იყოს გაუფასურებული. მისგან ეს განცხადებები არავის გვიკვირს“, - განაცხადა მან.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
საქართველო შუა დერეფანს 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".