არ შეასრულოთ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია - შსს მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს საეჭვო მოკლე ტექსტური შეტყობინენების შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეებმა დამატებითი ინფორმაციისთვის საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს უნდა მიმართონ.
შსს აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.
ყველა ახალი ამბავი
0