https://sputnik-georgia.com/20260521/samartaldamcvelebma-korufciistvis-da-ekonomikuri-danasaulistvis-6-piri-daakaves-298759953.html
სამართალდამცველებმა კორუფციისთვის და ეკონომიკური დანაშაულებისთვის 6 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა კორუფციისთვის და ეკონომიკური დანაშაულებისთვის 6 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების... 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T20:12+0400
2026-05-21T20:12+0400
2026-05-21T20:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ ბრიფინგზე. კერძოდ, ქრთამის აღებისთვის დაკავებულია ორი საჯარო მოხელელე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აფთიქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი, ექიმი, ხოლო ფინანსურ სექტორში უკანონო საქმიანობის ფაქტზე ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერია დაკავებული. "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ სამი დანაშაულებრივი ფაქტი", - განაცხადა გუგა თავბერიძემ კორუფცია როგორც თავბერიძემ აღნიშნა, პირველი ფაქტი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. "მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა -მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა გუგა თავბერიძემ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დავაკავეთ სამი ადამიანი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა. გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ფინანსურ სექტორში უკანონო საქმიანობა რაც შეეხება მესამე ფაქტს, გუგა თავბერიძის განცხადებით, უწყება აქტიურად აკონტროლებს ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. "დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას", - აღნიშნა თავბერიძემ. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყება განაგრძობს გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, აგრეთვე, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სამართალდამცველებმა კორუფციისთვის და ეკონომიკური დანაშაულებისთვის 6 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ ბრიფინგზე.
კერძოდ, ქრთამის აღებისთვის დაკავებულია ორი საჯარო მოხელელე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აფთიქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი, ექიმი, ხოლო ფინანსურ სექტორში უკანონო საქმიანობის ფაქტზე ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერია დაკავებული.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ სამი დანაშაულებრივი ფაქტი", - განაცხადა გუგა თავბერიძემ
როგორც თავბერიძემ აღნიშნა, პირველი ფაქტი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი.
კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.
მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
"მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა -მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა გუგა თავბერიძემ
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს.
კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დავაკავეთ სამი ადამიანი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ფინანსურ სექტორში უკანონო საქმიანობა
რაც შეეხება მესამე ფაქტს, გუგა თავბერიძის განცხადებით, უწყება აქტიურად აკონტროლებს ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
"დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას", - აღნიშნა თავბერიძემ.
დაკავებული ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უწყება განაგრძობს გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, აგრეთვე, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.