https://sputnik-georgia.com/20260521/policiam-gansakutrebit-didi-odenobit-sxvadasxva-saxis-narkotiki-amoiro-298753968.html
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T12:04+0400
2026-05-21T12:04+0400
2026-05-21T12:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888659_0:28:1601:928_1920x0_80_0_0_f479b31c7626d46a6731b37efec8089f.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 12 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამადე "მეფედრონი", "კეტამინი", "მდმა", "მეთადონი", "ალფა პვპ", "პსილოცინის" შემცველი სოკო, "მორფინის" შემცველი აბები, "პრეგაბალინი", "ჰაშიში", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "მარიხუანა". გარდა ამისა, დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფის" უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888659_163:0:1436:955_1920x0_80_0_0_56728d830c62be4d8853e8a0f48136d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 12 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამადე "მეფედრონი", "კეტამინი", "მდმა", "მეთადონი", "ალფა პვპ", "პსილოცინის" შემცველი სოკო, "მორფინის" შემცველი აბები, "პრეგაბალინი", "ჰაშიში", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "მარიხუანა".
გარდა ამისა, დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფის" უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.