https://sputnik-georgia.com/20260521/martvis-mowmobebis-areba-martivdeba-298761732.html
მართვის მოწმობის აღება მარტივდება
მართვის მოწმობის აღება მარტივდება
Sputnik საქართველო
საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე. 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T21:51+0400
2026-05-21T21:51+0400
2026-05-21T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_fd1d63f33ad49b7d1ff0756914e3925a.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში მართვის მოწმობის აღების წესები მარტივდება, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". შესაბამის ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მოაწერა. ახალი ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე. კერძოდ, 15 ივნისიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 25 სწორი პასუხის დაფიქსირება იქნება საკმარისი. საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთით განისაზღვრება. აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება. ამასთან ერთად, თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე მომზადებისას თუ კანდიდატი რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუთვლის. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას ასევე იცვლება ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილების უფრო სამართლიანად გადანაწილების მიზნით, სპეციალური ალგორითმი გააანალიზებს კანდიდატთა მონაცემებს და დაჯავშნისას პრიორიტეტს მიანიჭებს მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გადის, აქამდე ნაკლები გასვლა აქვს დაფიქსირებული ან რიგში ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება. საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება. საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა.
https://sputnik-georgia.com/20260519/kaxetshi-avaria-moxda-298718860.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4711c3d82da2962dd3fcc8328342a7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
მართვის მოწმობის აღება მარტივდება
საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში მართვის მოწმობის აღების წესები მარტივდება, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შესაბამის ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მოაწერა.
ახალი ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე.
კერძოდ, 15 ივნისიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 25 სწორი პასუხის დაფიქსირება იქნება საკმარისი. საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთით განისაზღვრება.
აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება.
ამასთან ერთად, თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე მომზადებისას თუ კანდიდატი რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუთვლის. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას
ასევე იცვლება ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილების უფრო სამართლიანად გადანაწილების მიზნით, სპეციალური ალგორითმი გააანალიზებს კანდიდატთა მონაცემებს და დაჯავშნისას პრიორიტეტს მიანიჭებს მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გადის, აქამდე ნაკლები გასვლა აქვს დაფიქსირებული ან რიგში ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა.