„ოცნება“: ICG ამართლებს საქართველოს მოქმედებებს და ევროკავშირს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
ICG ურჩევს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამიჯნოს გეოპოლიტიკური უთანხმოებები ევროინტეგრაციის პროცესისგან და თბილისთან მხოლოდ პრაგმატული, რაციონალური დიალოგი აწარმოოს
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) მასალაში ნათქვამია, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა საქართველოს მიმართ უფრო პრაგმატული მიდგომები უნდა გამოიყენონ, რადგან ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებდა საკუთარ ინტერესებში და ვერ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რასაც სერიოზული შედეგები მოყვებოდა, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
„საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა“ (ICG) გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნება და უნდა სცადოს თბილისთან პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად“.
„დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ. სტატიაში საქართველოს მოქმედება სრულად გამართლებულია, ქვეყანა იმ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ, რადგან საქართველო ამით კატასტროფამდე მივიდოდა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მასალაში არის მოწოდება, გაიმიჯნოს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები და მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოებები, თბილისთან უფრო პრაგმატული დიალოგი წარიმართოს.
„მოუწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები არ გაქვთ, ამ ურთიერთობას ნუ დააზარალებთო. ამას დიპლომატიურად ამბობენ. იმდენად დარწმუნებული არიან, რომ ევრობიუროკრატები თავიანთ ნარატივს ასე ადვილად არ მოიშლიან, ფაქტობრივად, შეფარვით ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართალია და თქვენ არასწორად ექცევით, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და მისი მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგათო“, - განაცხადა მან.
დეპუტატის შეფასებით, პუბლიკაციაში ასევე აღიარებულია ნეგატიური კლიშეებისა და ცრუ ნარატივების არსებობა საქართველოს მიმართ, რაც ევროპული სტრუქტურების პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.
„მოწოდებაა, რომ გეოგრაფიასაც დაუკვირდნენ, სად არის საქართველო და ასევე საკუთარ ქმედებებსაც, ჰქონდა თუ არა ქვეყანას სხვა გამოსავალი, რათა კატასტროფამდე არ მიეყვანა ვითარება, თუ იმ ნაბიჯებს გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაეწყო სამხედრო მოქმედებები, გაეხსნა „მეორე ფრონტი" და ჩართულიყო რუსეთთან დაპირისპირებაში. საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი სწორედ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ გააჩინა.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, საქართველოს მთავრობა ასევე დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებაში. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0