https://sputnik-georgia.com/20260520/sarjveladze-janmos-79-sesiaze-sitkvit-gamovida-298731658.html
სარჯველაძე ჯანმოს ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
სარჯველაძე ჯანმოს ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიას შვეიცარიის ქალაქი ჟენევა 18-23 მაისის პერიოდში უმასპინძლებს - სარჯველაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით საპარლამენტო... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T12:42+0400
2026-05-20T12:42+0400
2026-05-20T12:42+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f9f7fcdefde804f493ab5c9236f47db7.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის (WHO) 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიას შვეიცარიის ქალაქი ჟენევა 18-23 მაისის პერიოდში უმასპინძლებს - სარჯველაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის, რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. დისკუსიის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც პრევენციაზე, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, რეფორმა მოიცავს დაფინანსების ახალ მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხარისხის სტანდარტებისა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას. ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჯანმოს ხელმძღვანელ პირებთან. სარჯველაძე უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე - საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანოა. ასამბლეის ძირითადი ფუნქციებია ორგანიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვება და მისი გადახედვა, პროგრამული ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_06c0081b552482e22427b51cac35b6da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
სარჯველაძე ჯანმოს ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიას შვეიცარიის ქალაქი ჟენევა 18-23 მაისის პერიოდში უმასპინძლებს - სარჯველაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის (WHO) 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიას შვეიცარიის ქალაქი ჟენევა 18-23 მაისის პერიოდში უმასპინძლებს - სარჯველაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისეთი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის, რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
„ბოლო წლებში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული რეფორმები, მათ შორის, რეფერენტული ფასწარმოქმნისა და მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმების დანერგვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები გაგვეუქმებინა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
დისკუსიის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც პრევენციაზე, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, რეფორმა მოიცავს დაფინანსების ახალ მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხარისხის სტანდარტებისა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჯანმოს ხელმძღვანელ პირებთან. სარჯველაძე უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე - საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანოა. ასამბლეის ძირითადი ფუნქციებია ორგანიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვება და მისი გადახედვა, პროგრამული ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება.