https://sputnik-georgia.com/20260520/papuashvili-chinetshi-shexvedrebs-agrzelebs-298735069.html
საქართველო და ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები
საქართველო და ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები
Sputnik საქართველო
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რამაც კონკრეტული... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T14:58+0400
2026-05-20T14:58+0400
2026-05-20T14:58+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
ეკონომიკა
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298731460_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bdcc9c499a830f8131d81ae0d979baf1.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კი ეს ქვეყანა ჩვენთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანთან და ამავე პროვინციის პარლამენტის – შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო იდესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის პირველი ვიზიტია ჩინეთში, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რამაც კონკრეტული ეკონომიკური შედეგები მოიტანა.პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა „შუა დერეფნისა" და ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა, რომლის ნაწილიც საქართველოა. მისი თქმით, რეგიონში განგრძობადი კონფლიქტების ფონზე, ქვეყანა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიკურად ეფექტურ გზას სთავაზობს პარტნიორებს.„ისტორიულად საქართველო „აბრეშუმის გზის" ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის" ნაწილია. ამ გზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩვენს ეკონომიკურ, ისე კულტურულ განვითარებაში. საქართველომ „აბრეშუმის გზისგან" სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ კულტურულადაც მიიღო. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას", - აღნიშნა სპიკერმა.პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ როლს, როგორც „აბრეშუმის გზის" ნაწილს და განაცხადა, რომ 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის წყალობით ქვეყანა ღვინის აკვნად მიიჩნევა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.პაპუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებზე. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 9%-ით იზრდებოდა, უმუშევრობის დონე კი 30%-დან 9%-მდე შემცირდა.„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და ჩვენ, ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით, სწრაფი განვითარების გზას მივყვებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, მომავალ კვირას ჩინეთს საქართველოს განათლების მინისტრი ეწვევა.შეხვედრა ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298731460_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_3e1a93bd9cee40acca8a62ccbc54ba4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო და ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რამაც კონკრეტული ეკონომიკური შედეგები მოიტანა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კი ეს ქვეყანა ჩვენთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანთან და ამავე პროვინციის პარლამენტის – შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო იდესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის პირველი ვიზიტია ჩინეთში, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რამაც კონკრეტული ეკონომიკური შედეგები მოიტანა.
„სავაჭრო პროდუქციის დაახლოებით 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ექცევა. უვიზო რეჟიმმა ასევე გაზარდა ტურისტების რაოდენობა როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში, რაც საბოლოოდ ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის გაღრმავებას უწყობს ხელს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა „შუა დერეფნისა" და ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა, რომლის ნაწილიც საქართველოა. მისი თქმით, რეგიონში განგრძობადი კონფლიქტების ფონზე, ქვეყანა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიკურად ეფექტურ გზას სთავაზობს პარტნიორებს.
„ისტორიულად საქართველო „აბრეშუმის გზის" ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის" ნაწილია. ამ გზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩვენს ეკონომიკურ, ისე კულტურულ განვითარებაში. საქართველომ „აბრეშუმის გზისგან" სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ კულტურულადაც მიიღო. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას", - აღნიშნა სპიკერმა.
პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ როლს, როგორც „აბრეშუმის გზის" ნაწილს და განაცხადა, რომ 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის წყალობით ქვეყანა ღვინის აკვნად მიიჩნევა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„მომავალ წელს საქართველო და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს აღნიშნავენ. განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთგაცვლა", - განაცხადა მან.
პაპუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებზე. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 9%-ით იზრდებოდა, უმუშევრობის დონე კი 30%-დან 9%-მდე შემცირდა.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და ჩვენ, ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით, სწრაფი განვითარების გზას მივყვებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, მომავალ კვირას ჩინეთს საქართველოს განათლების მინისტრი ეწვევა.
შეხვედრა ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.