https://sputnik-georgia.com/20260520/ministri-moswavleebs-skolis-damtavrebas-ulocavs-298728089.html
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია: მიქანაძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია: მიქანაძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
Sputnik საქართველო
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T10:25+0400
2026-05-20T10:25+0400
2026-05-20T10:25+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ნათელ მომავალი და მიზნების მიღწევა უსურვა.დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 43 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობებია.„მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ. გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!", - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა, I და XII კლასების გარდა, 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია: მიქანაძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ნათელ მომავალი და მიზნების მიღწევა უსურვა.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 43 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.
„ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია", - დაწერა მიქანაძემ სოციალურ ქსელში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობებია.
„მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ. გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა, I და XII კლასების გარდა, 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.