მცხეთაში ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2026
გამოწერა
დანაშაული 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მცხეთაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადეს.
სამართალდამცველებმა სამივე პირი „ცხელ კვალზე" დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0