https://sputnik-georgia.com/20260520/david-gabaidze-acharis-cklis-aliansis-sametvalkureo-sabchos-tavmjdomared-inishneba-298732135.html
დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება
დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 30 მარტს დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T15:27+0400
2026-05-20T15:27+0400
2026-05-20T15:27+0400
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636989_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_94b6c5ecb47eba4f9d2a86823487545e.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის” (AWA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება, იუწყება ქართული მედია. აღნიშნულ თანამდებობაზე გაბაიძე 15 მაისს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა. მიმდინარე წლის 30 მარტს დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი - იგი აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალიტეტების და აჭარის მთავრობის მფლობელობაშია. აჭარის წყლის ალიანსი ახორციელებს პროექტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამუშაო ჯგუფთან ერთად. „აჭარის წყლის ალიანსის” აქციონერთა 30 აპრილის საერთო კრების ოქმის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 14 ათასი ლარით.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636989_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_0201f38a29154a649d99677428eab1f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება
მიმდინარე წლის 30 მარტს დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი - იგი აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის” (AWA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება, იუწყება ქართული მედია.
აღნიშნულ თანამდებობაზე გაბაიძე 15 მაისს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა.
მიმდინარე წლის 30 მარტს დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი - იგი აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
დღეს კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით გაბაიძისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძის განცხადებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უმაღლესი საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დავით გაბაიძის არჩევითაა გამოწვეული.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალიტეტების და აჭარის მთავრობის მფლობელობაშია. აჭარის წყლის ალიანსი ახორციელებს პროექტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამუშაო ჯგუფთან ერთად. „აჭარის წყლის ალიანსის” აქციონერთა 30 აპრილის საერთო კრების ოქმის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 14 ათასი ლარით.