ბათუმში ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში პრეპარატი
 პრეპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2026
გამოწერა
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკების, ვეტაფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ვეტერინარულ კლინიკა „ოთხ თათში“ არაგეგმური შემოწმება განახორციელეს.
„სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკების, ვეტაფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.
ყველა ახალი ამბავი
0