თერჯოლაში გოჭების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიგოჭი
გოჭი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუჩერა საწარმოო პროცესი.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.
სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.
უწყებისწ ცნობით, შემოწმების დროს კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. კერძოდ, ობიექტის მფლობელი, ინდმეწარმე საქმიანობას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა.
„გამოვლენილი შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0