შიო III: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს ახალი პატრიარქი შიო III გახდა, იგი ილია II-ის კურსის მემკვიდრედ ითვლება, ხოლო მისი პატრიარქად არჩევა აღიქმება როგორც მოვლენა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც ეკლესიის განვითარებაზე, ისე ქვეყნაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.
შიო III-მ სასულიერო განათლება თბილისსა და ბათუმში, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიიღო. 1993 წელს იგი ბერად აღიკვეცა, მოგვიანებით კი იეროდიაკვნად და იერომღვდლად აკურთხეს. 2003 წელს გახდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი.
2003 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში რუსეთში ქართული ეკლესიის სამრევლოებს ხელმძღვანელობდა. 2010 წელს შიო III მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი.
2017 წელს ილია მეორემ იგი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დანიშნა. შიო III-მ უკვე განაცხადა, რომ გაგრძელდება ბავშვთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია, რომელსაც სათავე ილია მეორემ დაუდო და რომლის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და მრავალშვილიანობის წახალისებაა.
ყველა ახალი ამბავი
0