https://sputnik-georgia.com/20260519/rusetis-dazverva-ukraina-tavdasxvmas-baltiis-qveknebidan-gegmavs-298722186.html
რუსეთის დაზვერვა: უკრაინა რუსეთზე თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გეგმავს
რუსეთის დაზვერვა: უკრაინა რუსეთზე თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გეგმავს
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ხელისუფლებას რუსეთის შესაძლო საპასუხო რეაქციის ეშინია, ქვეყანაში უკვე გააგზავნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T20:23+0400
2026-05-19T20:23+0400
2026-05-19T20:23+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ბალტიისპირეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0c/296158429_0:0:3025:1702_1920x0_80_0_0_5bf52157c1a9ac4a033d34a97c2d45a0.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიიდან რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას გეგმავს, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, გათვლა კეთდება იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დრონების გაშვების შესაძლებლობა შეამცირებს სამიზნეებამდე ფრენის დროს და აამაღლებს ტერორისტული თავდასხმების ეფექტურობას.რიგას პასუხის ეშინიაროგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ხელისუფლებას მისი ტერიტორიიდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების შემთხვევაში მოსკოვის საპასუხო რეაქციის ეშინია, კიევმა მაინც მოახერხა საკუთარი პოზიციის გატანა.„კიევის ხელისუფლებამ დაარწმუნა რიგა, მიეცა თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე. უკრაინელები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელი იქნება“, – დააზუსტეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლატვიის ამჟამინდელი ხელისუფლების რუსოფობია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მათი კრიტიკული აზროვნების უნარი. დაზვერვის ინფორმაციით, ლატვიაში უკვე გაგზავნილია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ცნობილია მათი ბაზირების ადგილებიც – ეს არის ლატვიის სამხედრო ბაზები „ადაჟი“, „სელია“, „ლიელვარდე“, „დაუგავპილსი“ და „იეკაბპილსი“.
უკრაინა
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0c/296158429_135:0:2864:2047_1920x0_80_0_0_3ae4f784fbf6a4889815a6f40b6e760b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ბალტიისპირეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ბალტიისპირეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთის დაზვერვა: უკრაინა რუსეთზე თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გეგმავს
მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ხელისუფლებას რუსეთის შესაძლო საპასუხო რეაქციის ეშინია, ქვეყანაში უკვე გააგზავნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიიდან რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას გეგმავს, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.
„მიღებული მონაცემებით, კიევი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ იმ საჰაერო დერეფნების გამოყენებით, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბალტიისპირეთის ქვეყნები აწვდიდნენ. უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ასევე იგეგმება ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, გათვლა კეთდება იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დრონების გაშვების შესაძლებლობა შეამცირებს სამიზნეებამდე ფრენის დროს და აამაღლებს ტერორისტული თავდასხმების ეფექტურობას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ხელისუფლებას მისი ტერიტორიიდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების შემთხვევაში მოსკოვის საპასუხო რეაქციის ეშინია, კიევმა მაინც მოახერხა საკუთარი პოზიციის გატანა.
„კიევის ხელისუფლებამ დაარწმუნა რიგა, მიეცა თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე. უკრაინელები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელი იქნება“, – დააზუსტეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლატვიის ამჟამინდელი ხელისუფლების რუსოფობია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მათი კრიტიკული აზროვნების უნარი. დაზვერვის ინფორმაციით, ლატვიაში უკვე გაგზავნილია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ცნობილია მათი ბაზირების ადგილებიც – ეს არის ლატვიის სამხედრო ბაზები „ადაჟი“, „სელია“, „ლიელვარდე“, „დაუგავპილსი“ და „იეკაბპილსი“.