პუტინის ვიზიტი პეკინში: რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა

© photo: Sputnik / Kristina Soloviova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს. სახელმწიფოთაშორისი თავდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტებია მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შექმნა, ურთიერთშემავსებელი ორბიტალური დაჯგუფებები, სხვადასხვა საბრძოლო გამოყენების გარემოში ერთობლივი მანევრები.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი და ჩინეთი ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს, აქტიურად ავითარებენ კონტაქტებს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, თავდაცვის სფეროში და მზად არიან, სუვერენიტეტის დაცვის საქმეში ერთმანეთს მხარდაჭერა გაუწიონ.
19-20 მაისის ორდღიანი ვიზიტი რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, დაახლოებით, 40 დოკუმენტის ხელმოწერა, რომელთაგან 20-ზე მეტი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები დაესწრებიან. უდავოდ, გაგრძელდება მოსკოვისა და პეკინის ტრადიციული თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში.
მანამდე, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. მან ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი სამხედრო სწავლებების მიზანია „მსოფლიო საქმეებში სტაბილურობის უზრუნველყოფა“. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინის მეგობრულმა ვიზიტმა პეკინში ჯერ კიდევ 19 მაისამდე დასავლეთში შიში, დაბნეულობა და მომავლისადმი გაურკვევლობა გამოიწვია.
ევროპელები თავს ისტორიის გზის პირას მიტოვებულად გრძნობენ. ესპანურმა გაზეთმა Público-მ 17 მაისს აღნიშნა: რუსეთი და ჩინეთი უარყოფენ აშშ-ს სამხედრო ჰეგემონიას, პუტინის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „აშკარა გამოწვევაა აშშ-ს ჰეგემონიისთვის ევრაზიაში“, ხოლო ვაშინგტონის სტრატეგიული დასუსტება ნიშნავს „ტაივანის მხარდაჭერის უუნარობას“. აშშ-ს პრეზიდენტის პეკინში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკულმა გამოცემა Axios-მა, თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა: ერთადერთი კონკრეტული შედეგი გახდა შეშფოთება ჩინეთის მხრიდან ტაივანზე შესაძლო თავდასხმის გამო „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“.
რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ უკვე დიდი ხანია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს (ურთიერთანგარიშსწორება — რუბლებსა და იუანებში) და ზრდას განაგრძობს. ამ მოცულობაში მნიშვნელოვანი წილი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზეც მოდის. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით, რუსეთის საერთო შემოსავალმა 2025 წელს 15 მილიარდ დოლარს მიაღწია. მოსკოვი და პეკინი აპირებენ, მომავალშიც განავითარონ სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო თანამშრომლობა, გააფართოონ ერთობლივი სწავლებების მასშტაბები და გეოგრაფია, რათა უფრო ეფექტიანად დაუპირისპირდნენ აშშ-ს, NATO-სა და AUKUS-ის მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური დიქტატის მცდელობებსა და შეიარაღებული აგრესიის საფრთხეებს.
შეინიშნება რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულების გააქტიურება. მუდმივად ფართოვდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა (იარაღის მიწოდება, ერთობლივი კვლევები, ტექნოლოგიების გადაცემა). უფრო ხშირად ტარდება ერთობლივი სამხედრო სწავლებები სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში (აქცენტით საჰაერო თავდაცვასა და ანტისარაკეტო თავდაცვაზე). უფრო აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი სამხედრო დაგეგმვა და მაღალი დონის სამხედრო კონტაქტებიც აქტიურდება.
სტოკჰოლმის SIPRI-ის ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წლიდან ჩინეთის მთელი შეიარაღების იმპორტის, დაახლოებით, 80 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, ხოლო 1992-2006 წლებში პეკინმა რუსული იარაღი 26 მილიარდი დოლარის მოცულობით შეიძინა — 100-ზე მეტიСу-27 და Су-30 ტიპის გამანადგურებელი, С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების 15 დივიზიონი, სარაკეტო ესმინეცები და დიზელური წყალქვეშა ნავები. მოგვიანებით, ჩინეთმა ათეულობით Су-35 მიიღო. 2015 წელს პეკინმა 3 მილიარდ დოლარად С-400 "Триумф"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების 6 დივიზიონი შეიძინა. ამ ყველაფერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მნიშვნელოვნად გაუზარდა სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებში ჩინელი სამხედრო სპეციალისტების მომზადებასაც მოიცავს.
რუსეთ-ჩინეთის სახმელეთო ძალების მანევრები "მშვიდობიანი მისია" რეგულარულად ტარდება 2005 წლიდან. ანალოგიური სამხედრო-საზღვაო სწავლებები "საზღვაო ურთიერთქმედება" მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა რაიონში 2012 წლიდან მიმდინარეობს. ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები ანტისარაკეტო თავდაცვის მიმართულებით — "საჰაერო-კოსმოსური უსაფრთხოება" — 2016 წელს დაიწყო, როგორც ჩინეთისა და რუსეთის პასუხი სამხრეთ კორეაში ამერიკული THAAD-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე. 2025 წელს მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის დაგეგმვა დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც ამერიკული ბომბდამშენები B-52 Stratofortress ისტორიაში პირველად რუმინეთში განთავსდნენ, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენ-სარაკეტო მატარებლებმა 2024 წლის 24 ივლისს ოპერატიულად განახორციელეს „საპასუხო ვიზიტი“ აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროსთან — ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივი პატრულირების ამოცანებს რუსული და ჩინური „სტრატეგები“ რეგულარულად ასრულებენ 2019 წლის ივლისიდან. უმეტესად — იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების აკვატორიებზე.
მოდერნიზებულ Ту-95МС-ს ბორტზე შეუძლია ატაროს Х-101 ან Х-102 ტიპის 16-მდე ფრთოსანი რაკეტა (თერმობირთვული ქობინით, რომლის სიმძლავრე 200 კილოტონამდეა), მოქმედების რადიუსით 5 500 კმ-მდე, და რამდენიმე სამხედრო ბაზის განადგურებაც შეუძლია ისე, რომ საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ზონას არც კი მიუახლოვდეს. ჩინური სარაკეტო მატარებელი Хун-6К — „ომის ღმერთი“ (საბჭოთა Ту-16А-ს თანამედროვე მოდიფიკაცია) — ბორტზე ატარებს ექვს CJ-10К ტიპის სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტას, მოქმედების რადიუსით 3 000 კმ-მდე. ამგვარად, მოსკოვმა და პეკინმა ტექნოლოგიურად და დამაჯერებლად წარმოაჩინეს თავიანთი ინტერესები და შესაძლებლობები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
თეთრი სახლი და პენტაგონი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებით „აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დაპირისპირების ფონზე“ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დასავლეთის ყველაზე საშინელი სცენარი ასეთია: მოსკოვი და პეკინი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებენ. ჰიპოთეტური გლობალური სამხედრო კონფლიქტის (მესამე მსოფლიო ომის) შემთხვევაში, რუსეთ-ჩინეთის კოალიცია აშკარა უპირატესობას მოიპოვებს პენტაგონსა და NATO-ზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამხედრო კავშირის შესაძლებლობასაც უშვებს. პეკინშიც მზად არიან, სამხედრო სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ დონეზე გადაიყვანონ — შესაბამისი განცხადება ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე გააკეთა. ფორმალიზებული დოკუმენტი რეალობას ვერ შეცვლის. ვაშინგტონს უკვე აღარ შეუძლია „მსოფლიოს მართვა“, მოსკოვისა და პეკინის მკაცრი და სამართლიანი „სანიტრების“ ყურადღების მიპყრობის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0