https://sputnik-georgia.com/20260519/kobaxidze-mzad-vart-vimsjelot-298719175.html
კობახიძე აბორტის აკრძალვაზე: მზად ვართ, კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ
კობახიძე აბორტის აკრძალვაზე: მზად ვართ, კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ
Sputnik საქართველო
პატრიარქმა შიომ 17 მაისს განაცხადა, რომ თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T16:55+0400
2026-05-19T16:55+0400
2026-05-19T16:55+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა, ეკლესიასთან და კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამესთან ერთად იმსჯელოს აბორტების წინააღმდეგ კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებაზე, ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის მიერ გაკეთებულ განცხადებას.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიცაა აბორტი, მაშინ ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“. კობახიძის განცხადებით, აბორტის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება აისახება სტატისტიკაშიც - 2012 წელს 39 ათასზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში, გასულ წელს კი მაჩვენებელი 12 ათასით შემცირდა. „ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს“, - განაცხადა პრემიერმა. აბორტთან დაკავშირებული რეგულაციები საქართველოში საქართველოში აბორტები კვლავ დაშვებულია. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია 12 კვირამდე, ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენების არსებობის შემთხვევაში - 22 კვირამდე. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულები არიან, ხუთდღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია/გასაუბრება გაიარონ ექიმ მეან-გინეკოლოგთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. ეს ცვლილება "ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში 2023 წლის ოქტომბერში შევიდა. ცვლილება შეეხო აბორტის გაკეთების ვადებსაც. მათ შორის, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა შეიძლება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. პროცედურას ატარებს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და შეტყობინება უნდა გაეგზავნოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ საკოორდინაციო საბჭოს. დემოგრაფიის პრობლემა „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2008 წელს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დაამკვიდრა. ამ ბავშვების ნათლია თავად ილია II გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. საყოველთაო ნათლობის ტრადიციას შიო მესამე გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
კობახიძე აბორტის აკრძალვაზე: მზად ვართ, კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ
პატრიარქმა შიომ 17 მაისს განაცხადა, რომ თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა, ეკლესიასთან და კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამესთან ერთად იმსჯელოს აბორტების წინააღმდეგ კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებაზე, ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიცაა აბორტი, მაშინ ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“.
„ეკლესია ყოველთვის აკეთებდა განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები. რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან და პატრიარქთან. თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძის განცხადებით, აბორტის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება აისახება სტატისტიკაშიც - 2012 წელს 39 ათასზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში, გასულ წელს კი მაჩვენებელი 12 ათასით შემცირდა.
„ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს“, - განაცხადა პრემიერმა.
აბორტთან დაკავშირებული რეგულაციები საქართველოში
საქართველოში აბორტები კვლავ დაშვებულია. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია 12 კვირამდე, ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენების არსებობის შემთხვევაში - 22 კვირამდე.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულები არიან, ხუთდღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია/გასაუბრება გაიარონ ექიმ მეან-გინეკოლოგთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. ეს ცვლილება "ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში 2023 წლის ოქტომბერში შევიდა.
ცვლილება შეეხო აბორტის გაკეთების ვადებსაც. მათ შორის, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა შეიძლება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. პროცედურას ატარებს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და შეტყობინება უნდა გაეგზავნოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ საკოორდინაციო საბჭოს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2008 წელს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დაამკვიდრა. ამ ბავშვების ნათლია თავად ილია II გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის ტრადიციას შიო მესამე გააგრძელებს.