https://sputnik-georgia.com/20260519/brakonierobis-winaagmdeg-brzola-gamovlinda-13-paqti-298713845.html
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 13 ფაქტი
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 13 ფაქტი
Sputnik საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T14:25+0400
2026-05-19T14:25+0400
2026-05-19T14:25+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკში, ზუგდიდსა და ზესტაფონში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არსებულ მდინარეებზე - ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა და ალგეთი. ბრაკონიერები თევზჭერისას სხვადასხვა ზომის სახლართი ტიპის ბადეებს იყენებდნენ. უწყების ცნობით, აპრილში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 86 ფაქტი გამოვლინდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 13 ფაქტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკში, ზუგდიდსა და ზესტაფონში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არსებულ მდინარეებზე - ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა და ალგეთი. ბრაკონიერები თევზჭერისას სხვადასხვა ზომის სახლართი ტიპის ბადეებს იყენებდნენ.
„სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სახლართი ბადის გამოყენება აკრძალულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ამიტომ გამოვლენილი ფაქტების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“- ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აპრილში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 86 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.