https://sputnik-georgia.com/20260519/baqo-tbilisi-karsis-rkinigza-eqspluataciashi-sheva-298710283.html
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შევა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შევა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების თვალსაზრისით. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T11:59+0400
2026-05-19T11:59+0400
2026-05-19T11:59+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23833/73/238337318_0:300:5760:3540_1920x0_80_0_0_faa3e855c7051df2c093ffd97bb7e285.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს შესახებ პროტოკოლს ორშაბათს, 18 მაისს, ბაქოში მოეწერა ხელი - დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. ამით წარმატებით დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის გრძელვადიანი ისტორიული პროცესი - აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.მისი თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების თვალსაზრისით.ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წლების განმავლობაში პროექტი ბევრ ტექნიკურ, ინფრასტრუქტურულ, იურიდიულ და ორგანიზაციულ პრობლემას აწყდებოდა, რაც ხელს უშლიდა პროექტის საბოლოო დასრულებასა და მის სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში გაშვებას.უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სამი ქვეყნის საერთო ხედვას, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი კავშირის განმტკიცების ერთობლივ მიზანს ეფუძნება.გარდა ამისა, პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების რეალიზება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით არის შესაძლებელი.როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას. მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23833/73/238337318_320:0:5440:3840_1920x0_80_0_0_1384e2a5358a84aad9d3479497c14bf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შევა
პრემიერის თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების თვალსაზრისით.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს შესახებ პროტოკოლს ორშაბათს, 18 მაისს, ბაქოში მოეწერა ხელი - დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. ამით წარმატებით დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის გრძელვადიანი ისტორიული პროცესი - აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების თვალსაზრისით.
„ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად, ევროპას აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის ისტორიული მნიშვნელობის, საეტაპო მნიშვნელობის“, - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წლების განმავლობაში პროექტი ბევრ ტექნიკურ, ინფრასტრუქტურულ, იურიდიულ და ორგანიზაციულ პრობლემას აწყდებოდა, რაც ხელს უშლიდა პროექტის საბოლოო დასრულებასა და მის სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში გაშვებას.
უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სამი ქვეყნის საერთო ხედვას, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი კავშირის განმტკიცების ერთობლივ მიზანს ეფუძნება.
გარდა ამისა, პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების რეალიზება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით არის შესაძლებელი.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი უკვე წარმოადგენს „შუა დერეფნის" ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში“, — აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.
ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.