https://sputnik-georgia.com/20260519/arajansagi-opozicia-demokratiis-ganvitarebas-ushlis-xels-298714032.html
პრემიერი: არაჯანსაღი ოპოზიცია დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს
პრემიერი: არაჯანსაღი ოპოზიცია დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს
Sputnik საქართველო
ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და „აგენტურისთვის“ ადგილი არ უნდა იყოს, განაცხადა კობახიძემ. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T13:49+0400
2026-05-19T13:49+0400
2026-05-19T13:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული ოპოზიცია
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების გაუქმება ხელს შეუწყობს დემოკრატიის ჯანსაღ განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს. მოგვიანებით სიას პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატა.მისი თქმით, ხელისუფლებას სუსტი ოპოზიცია აწყობს, თუმცა დემოკრატია უნდა განვითარდეს და ხელისუფლება ამის მისაღწევად საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით იმოქმედებს.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის შეტანას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
პრემიერი: არაჯანსაღი ოპოზიცია დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს
ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და „აგენტურისთვის“ ადგილი არ უნდა იყოს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების გაუქმება ხელს შეუწყობს დემოკრატიის ჯანსაღ განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს. მოგვიანებით სიას პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატა.
„როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და მათ მსგავსებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ იმ სარჩელზე, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი არაჯანსაღი ძალებისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, აგენტურისთვის, არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სუსტი ოპოზიცია აწყობს, თუმცა დემოკრატია უნდა განვითარდეს და ხელისუფლება ამის მისაღწევად საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით იმოქმედებს.
„სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულები“,- განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის შეტანას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.