https://sputnik-georgia.com/20260518/shss-specialur-sammartvelos-sheqmnis-298699151.html
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
Sputnik საქართველო
მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც დაცული იქნება განსხვავებული აზრი და ამასთან, მიუღებელი იქნება სიძულვილის... 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T16:29+0400
2026-05-18T16:29+0400
2026-05-18T16:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590695_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a6d3fa5e27c09037bc67d4021400dd85.jpg
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც დაცული იქნება განსხვავებული აზრი და ამასთან, მიუღებელი იქნება სიძულვილის, შუღლისა და შეურაცხყოფის წახალისება.„იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში. „მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ცალკეული გარე ძალები მიზანმიმართულად ზღუდავდნენ საქართველოში საჯარო დისკუსიების გამართვას, რაც ავიწროებდა აზრთა გაზიარებისა და ნორმალური პოლიტიკური პოლემიკის შესაძლებლობებს. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებობს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590695_65:0:1204:854_1920x0_80_0_0_7c347bfb1ed1bc9f928da7dc0a7c69e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც დაცული იქნება განსხვავებული აზრი და ამასთან, მიუღებელი იქნება სიძულვილის, შუღლისა და შეურაცხყოფის წახალისება.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საკმაოდ დეტალური და შინაარსიანი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით უწყებაში სპეციალური სამმართველოს უმოკლეს ვადებში შექმნაზე. მისი ძირითადი ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გაღვივების, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემატური მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც დაცული იქნება განსხვავებული აზრი და ამასთან, მიუღებელი იქნება სიძულვილის, შუღლისა და შეურაცხყოფის წახალისება.
„იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.
„მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ცალკეული გარე ძალები მიზანმიმართულად ზღუდავდნენ საქართველოში საჯარო დისკუსიების გამართვას, რაც ავიწროებდა აზრთა გაზიარებისა და ნორმალური პოლიტიკური პოლემიკის შესაძლებლობებს. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა.
„დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებობს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.