https://sputnik-georgia.com/20260518/samebis-tazarshi-apxazetidan-gadmosvenebuli-pirebis-panashvidi-imarteba-298706927.html
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T23:00+0400
2026-05-18T23:00+0400
2026-05-18T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284452549_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6cc79ccf99517c33e4df583ebcf3743b.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. აღნიშნული პირების გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.ბოლო ცნობებით, აღნიშნული მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284452549_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_85d34f3f673e1edb4f0272555f5a47d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
აღნიშნული პირების გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
11 იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის, სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძლავენ.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.
ბოლო ცნობებით, აღნიშნული მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.