რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება

© Municipal development fundრუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება  - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
თანამედროვე მრავალფუნქციური სივრცე გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქალაქ რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკი გაჩნდება, ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი პარკის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა - ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ტასხაბმა“. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, 2 049 660 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიამ სამუშაოები 6 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
როგორი იქნება რუსთავის ახალი პარკი?
პროექტის თანახმად, შეიქმნება თანამედროვე მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს.
© Municipal development fund რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
В Рустави появится новый парк  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
გარდა ამისა, კეთილმოეწყობა არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
© Municipal development fundრუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
В Рустави появится новый парк  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
„ახალი პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე გარე განათებით, სარწყავი და დაცვის სისტემებით. გარდა ამისა, პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მომიჯნავე ტერიტორიაზე დაგეგმილ მულტიფუნქციურ კომპლექსთან პარკის დაკავშირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
© Municipal development fundრუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
В Рустави появится новый парк  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
რუსთავში ახალი პარკი გაჩნდება
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სივრცე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, სოციალიზაციას და ტურიზმის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0