https://sputnik-georgia.com/20260517/xelisupleba-mosaxleobas-ojaxis-siwmindis-dges-agnishnavs-298689071.html
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს... 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T14:49+0400
2026-05-17T14:49+0400
2026-05-17T14:49+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/11/298680294_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_34f4b1fb7e2f0e699960d6a37e356890.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცეს და ხაზგასმით აღნიშნეს ტრადიციების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობა.საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოჯახის სიწმინდის დღეს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რადგან მასზე დგას საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართველებისთვის ყველაფერი, რაც რწმენასთან, ტრადიციებთან და ეროვნულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, წმინდაა.„ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/11/298680294_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_44af852bb6d33b76c43316d9bcdd86d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცეს და ხაზგასმით აღნიშნეს ტრადიციების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობა.
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოჯახის სიწმინდის დღეს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რადგან მასზე დგას საზოგადოება.
„ჩვენი საზოგადოება დგას იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის და ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული. სასიხარულოა, რომ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ამ დანატოვარს პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო აგრძელებს. თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო შეკრებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართველებისთვის ყველაფერი, რაც რწმენასთან, ტრადიციებთან და ეროვნულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, წმინდაა.
„ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა - ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი", - განაცხადა მდინარაძემ.
„ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.