https://sputnik-georgia.com/20260517/saxelmwipo-500-devnil-ojaxs-saxls-sheuskidis-298678550.html
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
Sputnik საქართველო
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება - 20-დან 50 ათას ლარამდე. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T15:39+0400
2026-05-17T15:39+0400
2026-05-17T15:39+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_96b8815ace8ec81ce5c3570fd7962722.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან ხორციელდება, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა - იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება - 20-დან 50 ათას ლარამდე.უწყების ცნობით, 202-2024 წლებში „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ათასზე მეტი დევნილი ოჯახის განსახლება განხორციელდა.ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300,6 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96,3 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d223413095250ee623c59a2461979267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება - 20-დან 50 ათას ლარამდე.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან ხორციელდება, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა - იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება - 20-დან 50 ათას ლარამდე.
უწყების ცნობით, 202-2024 წლებში „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ათასზე მეტი დევნილი ოჯახის განსახლება განხორციელდა.
ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300,6 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96,3 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.