https://sputnik-georgia.com/20260517/erovnulma-bankma-alpa-eqspresi-daajarima-298677725.html
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ 18 ათასი ლარით დააჯარიმა
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ 18 ათასი ლარით დააჯარიმა
Sputnik საქართველო
შემოწმების შედეგად ორგანიზაციაში რამდენიმე სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისა და ფულის გათეთრების აღკვეთის... 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T22:00+0400
2026-05-17T22:00+0400
2026-05-17T22:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ სხვადასხვა სახის დარღვევისთვის 18 ათასი ლარით დააჯარიმა.უწყების განმარტებით, შემოწმების შედეგად ორგანიზაციაში რამდენიმე სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისა და ფულის გათეთრების აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.სებ-ის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჯარიმები შემდეგი კონკრეტული დარღვევების გამო დაეკისრა:ინფორმაციის არასწორად წარდგენა: შემოწმების პროცესში ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჯარიმის წესის“ მიხედვით, თითოეულ ფაქტზე ორგანიზაცია 2 000 ლარით, ჯამში კი 6 000 ლარით დაჯარიმდა.საქმიანობის არსის დაუდგენლობა: 1 კლიენტთან მიმართებაში ორგანიზაციამ არ განახორციელა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ზომა და არ დაადგინა საქმიანობის არსი. აღნიშნულზე ჯარიმამ 2 000 ლარი შეადგინა.თანხების წარმომავლობის შეუსწავლელობა: 1 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა ამავე კანონის მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციამ კანონმდებლობის შესაბამისად არ შეისწავლა ფულადი სახსრების წარმომავლობა. აღნიშნული დარღვევისთვის „ალფა ექსპრესს“ 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.ეროვნული ბანკის მოთხოვნების შეუსრულებლობა: სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, ორგანიზაციამ დადგენილ ვადებში არ შეასრულა 2023 წლის 25 აგვისტოს წერილით განსაზღვრული მოთხოვნები. ამ ფაქტზე მისო-ს 7 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ 18 ათასი ლარით დააჯარიმა
შემოწმების შედეგად ორგანიზაციაში რამდენიმე სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისა და ფულის გათეთრების აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ სხვადასხვა სახის დარღვევისთვის 18 ათასი ლარით დააჯარიმა.
უწყების განმარტებით, შემოწმების შედეგად ორგანიზაციაში რამდენიმე სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისა და ფულის გათეთრების აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჯარიმები შემდეგი კონკრეტული დარღვევების გამო დაეკისრა:
ინფორმაციის არასწორად წარდგენა: შემოწმების პროცესში ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჯარიმის წესის“ მიხედვით, თითოეულ ფაქტზე ორგანიზაცია 2 000 ლარით, ჯამში კი 6 000 ლარით დაჯარიმდა.
საქმიანობის არსის დაუდგენლობა: 1 კლიენტთან მიმართებაში ორგანიზაციამ არ განახორციელა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ზომა და არ დაადგინა საქმიანობის არსი. აღნიშნულზე ჯარიმამ 2 000 ლარი შეადგინა.
თანხების წარმომავლობის შეუსწავლელობა: 1 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა ამავე კანონის მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციამ კანონმდებლობის შესაბამისად არ შეისწავლა ფულადი სახსრების წარმომავლობა. აღნიშნული დარღვევისთვის „ალფა ექსპრესს“ 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ეროვნული ბანკის მოთხოვნების შეუსრულებლობა: სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, ორგანიზაციამ დადგენილ ვადებში არ შეასრულა 2023 წლის 25 აგვისტოს წერილით განსაზღვრული მოთხოვნები. ამ ფაქტზე მისო-ს 7 000 ლარის გადახდა დაეკისრა.