თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკები ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თეთრიწყაროში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი "მარიხუანა".
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0