საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა სცადეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცე;ებულ განცხადებაში.
კერძოდ, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0