მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა: ჯანმომ საქართველოს სერტიფიკატი გადასცა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში გაწყვეტილია.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) სპეციალური ჯილდო მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად 2025 წლის 21 იანვარში გამოაცხადა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია სულ მცირე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჯანმოს მიერ მიერ ქვეყნის მალარიისგან თავისუფალ ზონად აღიარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
"მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებს და მჭიდრო უწყებათაშორის თანამშრომლობას, რომლის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის პანდემიის დროს ტურიზმის სექტორის მდგრადობის შენარჩუნება იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება საქართველოს, როგორც საიმედო ტურისტული მიმართულების იმიჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მუშაობა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვის პროცესში ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადის უსაფრთხო ზრდასა და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
მალარია
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე დგება მალარიის პრობლემა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მათგან 1–1,3 მილიონი (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისგან კვდება.
მალარიის ძირითადი გადამტანები კოღოები არიან. საქართველოში კოღოების აქტიურობის სეზონი იწყება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან და თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო ფლებოტომუსების აქტიურობა იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ივლისის დასაწყისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ამ მწერთა პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან.
მალარია უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, იმუნურ სტატუსზე და სხვ. სამდღიური მალარიის დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ.
ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა.
ყველა ახალი ამბავი
0