მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლი: პუტინის ვიზიტი ჩინეთში მალე გაიმართება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
ვიზიტის დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთაშორისო მოვლენები იქნება განხილული.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში უახლოეს მომავალში შედგება, განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რუსეთის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში ძალიან მალე შედგება.
„ამ ვიზიტისთვის მზადება უკვე დასრულებულია, ყველა კონტაქტი შედგა და ვიზიტის ყველა ძირითადი პარამეტრი შეთანხმებულია“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მალე ოფიციალურად გამოაცხადებს ვიზიტის თარიღებს.
რაც შეეხება პუტინის ჩინეთში ვიზიტის დღის წესრიგს, პესკოვის თქმით, ის ცხადია.
„პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის სოლიდური მოცულობა, რომელიც მუდმივად 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს... რა თქმა უნდა, დღის წესრიგში საერთაშორისო ურთიერთობებიც იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს მრავალი ასპექტი გააჩნია, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხები, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები.
ყველა ახალი ამბავი
0