https://sputnik-georgia.com/20260516/ertian-erovnul-gamocdebze-daregistrirda-43-atasze-meti-abiturienti-298674893.html
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მოთხოვნა გაიზარდა, აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრი 16.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-16T20:10+0400
2026-05-16T20:10+0400
2026-05-16T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:91:1595:988_1920x0_80_0_0_75d068cee456a5eb91af0ae39e095657.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.გამოცდების ცენტრი აღსანიშნავს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილ მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში.„პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, თუმცა ყველა გამოცდა ქართულ ენაზე ბარდება.აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. სამედიცინო უმაღლესებში აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არჩევითი საგანი (მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა).ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე აბიტურიენტებს შემოქმედებითი ტურის გავლა მოუწევთ, შემდეგ კი ორი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა.სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. ჩარიცხვისთვის აბიტურიენტებმა უნდა დააგროვონ ქულების მინიმალური რაოდენობა, რომელიც თითოეული სპეციალობისთვის განსხვავებულია.კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 3000-დან 5000 ლარამდე მერყეობს, უნივერსიტეტისა და სპეციალობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:0:1317:988_1920x0_80_0_0_b90f87f1ae0279f681e98c6bcc9ca391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მოთხოვნა გაიზარდა, აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრი
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
„მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82.000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43.000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10.000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29.000-ზე მეტი მონაწილე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.
გამოცდების ცენტრი აღსანიშნავს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილ მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში.
„პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, თუმცა ყველა გამოცდა ქართულ ენაზე ბარდება.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. სამედიცინო უმაღლესებში აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არჩევითი საგანი (მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა).
ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე აბიტურიენტებს შემოქმედებითი ტურის გავლა მოუწევთ, შემდეგ კი ორი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა.
სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. ჩარიცხვისთვის აბიტურიენტებმა უნდა დააგროვონ ქულების მინიმალური რაოდენობა, რომელიც თითოეული სპეციალობისთვის განსხვავებულია.
კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 3000-დან 5000 ლარამდე მერყეობს, უნივერსიტეტისა და სპეციალობის მიხედვით.