https://sputnik-georgia.com/20260516/500-ze-met-devnil-ojaxs-saxls-seusyidian-ojaxebis-sia-gamoqveynda-298670600.html
იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია გამოქვეყნდა
იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. 16.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-16T14:07+0400
2026-05-16T14:07+0400
2026-05-16T14:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265172131_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_bc40bfe54032782bc714bdb24a53dd10.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. "აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნითსაცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1.050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265172131_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_e1ad46a87f7cef6c4f453c6acb6abb5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია გამოქვეყნდა
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
"აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნითსაცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1.050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.