https://sputnik-georgia.com/20260515/vin-ixdis-saqartvelodan-aralegali-migrantebis-deportaciis-xarjebs-sss-s-ganmarteba-298644465.html
ვინ იხდის საქართველოდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ხარჯებს - შსს-ს განმარტება
ვინ იხდის საქართველოდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ხარჯებს - შსს-ს განმარტება
Sputnik საქართველო
ქვეყნიდან დეპორტირებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეპატრიაციის ხარჯები თავად გადაიხადა. 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T09:37+0400
2026-05-15T09:37+0400
2026-05-15T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად არ ხარჯავს ბიუჯეტის სახსრებს საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციაზე. თანხები, ძირითადად, მათი ესკორტზე იხარჯება, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.საქართველოში არალეგალურად მყოფ ან კანონდამრღვევ უცხოელთა გაძევება უკვე ხშირი პრაქტიკა გახდა.„2025 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოდან გაძევებულია 2300-მდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელი, რომელთაგან, მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაძევების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყო სახელმწიფომ, ხოლო დარჩენილმა 98%-მა თავად აანაზღაურა დაბრუნების ხარჯები“, -ნათქვამია განცხადებაში.შსს განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არალეგალი უცხოელის, იძულების წესით, საქართველოდან გაძევების დროს, აუცილებელია მიგრაციის თანამშრომლების მიერ ესკორტირების (გაცილების) განხორცილება, რათა სრულად იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი მოიცავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამგზავრებისა და დაბრუნების, ასევე თავად გასაძევებელი პირის მგზავრობის ხარჯებს.შსს-ს განცხადებით, ძირითად შემთხვევებში, ესკორტი შედგება სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მინიმუმ ორი წევრისაგან, თუმცა რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ავიაკომპანიების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა სამი წევრის ჩართულობა.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაციას დაქვემდებარებულ პირებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ.2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, მთავრობის მონაცემებით, საქართველოში არალეგალურად დაახლოებით 20.000 უცხოელი ცხოვრობს. წელს ხელისუფლებას დაახლოებით 4000 არალეგალური მიგრანტის გაძევება აქვს დაგეგმილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვინ იხდის საქართველოდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ხარჯებს - შსს-ს განმარტება
ქვეყნიდან დეპორტირებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეპატრიაციის ხარჯები თავად გადაიხადა.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად არ ხარჯავს ბიუჯეტის სახსრებს საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციაზე. თანხები, ძირითადად, მათი ესკორტზე იხარჯება, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში არალეგალურად მყოფ ან კანონდამრღვევ უცხოელთა გაძევება უკვე ხშირი პრაქტიკა გახდა.
„2025 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოდან გაძევებულია 2300-მდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელი, რომელთაგან, მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაძევების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყო სახელმწიფომ, ხოლო დარჩენილმა 98%-მა თავად აანაზღაურა დაბრუნების ხარჯები“, -ნათქვამია განცხადებაში.
შსს განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არალეგალი უცხოელის, იძულების წესით, საქართველოდან გაძევების დროს, აუცილებელია მიგრაციის თანამშრომლების მიერ ესკორტირების (გაცილების) განხორცილება, რათა სრულად იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი მოიცავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამგზავრებისა და დაბრუნების, ასევე თავად გასაძევებელი პირის მგზავრობის ხარჯებს.
შსს-ს განცხადებით, ძირითად შემთხვევებში, ესკორტი შედგება სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მინიმუმ ორი წევრისაგან, თუმცა რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ავიაკომპანიების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა სამი წევრის ჩართულობა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაციას დაქვემდებარებულ პირებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ.
2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, მთავრობის მონაცემებით, საქართველოში არალეგალურად დაახლოებით 20.000 უცხოელი ცხოვრობს. წელს ხელისუფლებას დაახლოებით 4000 არალეგალური მიგრანტის გაძევება აქვს დაგეგმილი.