თბილისში სახლის გაქურდვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავეს, ხოლო ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშავენ უწყებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0