https://sputnik-georgia.com/20260515/dres-pirvelklaelta-teritoriuli-principit-0registracia-daiwyo-298645510.html
დღეს პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
დღეს პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი საქართველოს 12 დიდ ქალაქს მოიცავს 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T10:55+0400
2026-05-15T10:55+0400
2026-05-15T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282419351_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1d44f594aeb534edbc23ce4b863b90e4.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს დიდ ქალაქებში, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი საქართველოში პირველად ამოქმედდა და გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირებას. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს იწყება და გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით. ის მოიცავს ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის არაქართულენოვან სექტორებს. თბილისში მშობლები შეძლებენ სკოლის არჩევას 10 სასკოლო ოლქში: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად. ასევე, თბილისის შემთხვევაში, იმ ბავშვის მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია სასკოლო ოლქის საზღვართან ახლოს, აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს მომიჯნავე სასკოლო ოლქის სკოლაში, თუ მანძილი რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე ფეხით ან ავტომობილით არ აღემატება 1 კილომეტრს. ქუთაისში იქნება 5 სასკოლო ოლქი, რუსთავში – 3. ბათუმში გაჩნდება 4 სასკოლო ოლქი. რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავსა და ფოთს, სამინისტროს მონაცემებით, ეს ქალაქები არ არის დაყოფილი სასკოლო ოლქებად და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის შემდეგ დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია, რომლის დროსაც კონკრეტულ სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის პირველი სამი ეტაპის შემდეგ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში. საჯარო სკოლების პირველ კლასში უკვე დარეგისტრირებულნი არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები, ბავშვები, რომელთა და-ძმებიც უკვე სწავლობენ კონკრეტულ სკოლაში, ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც მუშაობენ ამ სკოლაში. პირველ კლასში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს და გაგრძელდება 3 ივლისამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282419351_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_33cfd2abb8120f9186a55d9aba077515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დღეს პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი საქართველოს 12 დიდ ქალაქს მოიცავს
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს დიდ ქალაქებში, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი საქართველოში პირველად ამოქმედდა და გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირებას.
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს იწყება და გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით. ის მოიცავს ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის არაქართულენოვან სექტორებს.
თბილისში მშობლები შეძლებენ სკოლის არჩევას 10 სასკოლო ოლქში: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.
ასევე, თბილისის შემთხვევაში, იმ ბავშვის მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია სასკოლო ოლქის საზღვართან ახლოს, აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს მომიჯნავე სასკოლო ოლქის სკოლაში, თუ მანძილი რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე ფეხით ან ავტომობილით არ აღემატება 1 კილომეტრს.
ქუთაისში იქნება 5 სასკოლო ოლქი, რუსთავში – 3.
ბათუმში გაჩნდება 4 სასკოლო ოლქი. რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავსა და ფოთს, სამინისტროს მონაცემებით, ეს ქალაქები არ არის დაყოფილი სასკოლო ოლქებად და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის შემდეგ დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია, რომლის დროსაც კონკრეტულ სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის პირველი სამი ეტაპის შემდეგ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში.
საჯარო სკოლების პირველ კლასში უკვე დარეგისტრირებულნი არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები, ბავშვები, რომელთა და-ძმებიც უკვე სწავლობენ კონკრეტულ სკოლაში, ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც მუშაობენ ამ სკოლაში.
პირველ კლასში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს და გაგრძელდება 3 ივლისამდე.