ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

© Ministry of the Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2026
გამოწერა
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აჭარაში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0