https://sputnik-georgia.com/20260514/saqartvelo-kanonis-uzenaesobis-kutxit-evrokavsiris-kandidatebs-soris-liderobs-298638631.html
საქართველო კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კანდიდატებს შორის ლიდერობს
საქართველო კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კანდიდატებს შორის ლიდერობს
Sputnik საქართველო
დემოკრატიული უკუქცევის შესახებ ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, საქართველო კანონის უზენაესობის მედეგობის მხრივ კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერობს. 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T15:12+0400
2026-05-14T15:12+0400
2026-05-14T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24488/46/244884689_0:97:1368:867_1920x0_80_0_0_11fa8387aa17646ddaf57d0db7107dea.jpg
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოსა და მონტენეგროს კანონის უზენაესობის მედეგობის უმაღლესი შეფასება აქვთ, ასეთია ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის დასკვნა.შეფასების თანახმად, დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან ძირითადი მაჩვენებლებით, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას უკავშირდებიან.ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა; კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება; კანონების წარმატებით აღსრულების უნარი. ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.ექსპერტებმა ასევე შეაფასეს სისხლის სამართლის სისტემის ეფექტურობა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. ეს გულისხმობს სახელმწიფოს უნარს, უზრუნველყოს მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის სამართლებრივი დაცვისა და სამართალდამცავი მექანიზმების ხელმისაწვდომობა.კვლევაში ასევე საუბარია საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ირგვლივ მიმდინარე დებატების შესახებ. ავტორები ხაზს უსვამენ სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24488/46/244884689_0:0:1368:1026_1920x0_80_0_0_cee3f58c0ccdd9365573d9ecdad5b70b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველო კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კანდიდატებს შორის ლიდერობს
დემოკრატიული უკუქცევის შესახებ ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, საქართველო კანონის უზენაესობის მედეგობის მხრივ კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოსა და მონტენეგროს კანონის უზენაესობის მედეგობის უმაღლესი შეფასება აქვთ, ასეთია ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის დასკვნა.
შეფასების თანახმად, დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან ძირითადი მაჩვენებლებით, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას უკავშირდებიან.
ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა; კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება; კანონების წარმატებით აღსრულების უნარი. ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
ექსპერტებმა ასევე შეაფასეს სისხლის სამართლის სისტემის ეფექტურობა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. ეს გულისხმობს სახელმწიფოს უნარს, უზრუნველყოს მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის სამართლებრივი დაცვისა და სამართალდამცავი მექანიზმების ხელმისაწვდომობა.
კვლევაში ასევე საუბარია საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ირგვლივ მიმდინარე დებატების შესახებ. ავტორები ხაზს უსვამენ სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.