https://sputnik-georgia.com/20260514/referentuli-fasi-kidev-700-mde-medikamentze-dawesdeba-298642033.html
რეფერენტული ფასი კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე დაწესდება
რეფერენტული ფასი კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე დაწესდება
Sputnik საქართველო
რეფერენტული ფასების კომისიამ მედიკამენტების ფასებზე დღეს იმსჯელა 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T19:50+0400
2026-05-14T19:50+0400
2026-05-14T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/49/247224929_0:82:3001:1770_1920x0_80_0_0_de8e145c349fda865a7bc4d83d578e69.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7.500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით გამართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები და უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. "კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეფერენტული ფასების სისტემის განვითარებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე", - აღნიშულია ინფორმაციაში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამრიგად, სახელმწიფომ თავის კონტროლ ქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/49/247224929_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_b508d38cc1fe0656665545216824acef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რეფერენტული ფასი კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე დაწესდება
რეფერენტული ფასების კომისიამ მედიკამენტების ფასებზე დღეს იმსჯელა
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7.500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით გამართა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები და უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
"კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეფერენტული ფასების სისტემის განვითარებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამრიგად, სახელმწიფომ თავის კონტროლ ქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია.